მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცესკომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელ ოქმს ხელი მოაწერა

ცესკო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე დღეს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმი წარადგინეს და ხელი მოაწერეს.

ცესკოს საბოლოო შედეგების მიხედვით, საკანონმდებლო ორგანოში მანდატები ხუთმა პოლიტიკურმა ძალამ მოიპოვა. აქედან ყველაზე ყველაზე მეტი 89 მანდატი „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო, ხოლო 61 მანდატი შემდეგ პარტიებზე განაწილდა: კოალიცია ცვლილებებისთვის (19 მანდატი), ერთიანი ნაციონალური მოძრაობა (16 მანდატი), ძლიერი საქართველო (14 მანდატი), გახარია საქართველოსთვის (12 მანდატი).

ცესკოს სხდომა დღეს ხმაურითა და დაპირისპირებით დაიწყო. დაწყებიდან რამდენიმე წუთში კომისიის ნაციონალური მოძრაობის წევრმა დავით კირთაძემ გიორგი კალანდარიშვილს "შავი ლაქა" უწოდა და სახეში საღებავი შეასხა, რის შემდეგაც სხდომა დროებით შეჩერდა, თუმცა მალევე განახლდა. განახლების შემდეგ ცესკოს რამდენიმე ოპოზიციონერმა წევრმა პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა.

„ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა იყო 3 508 254.

არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობა იყო 2 111 834

ბათილად მიჩნეული ბიულეტენების რაოდენობა იყო 34 974

ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:

საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია 3 892 ხმა, 0.19%

კოალიცია ცვლილებებისთვის: გვარამია, მელია, გირჩი, დროა - 229 061 ხმა, 11.03%, მანდატების რაოდენობა - 19;

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 211 216 ხმა, 10.17%, მანდატების რაოდენობა - 16;

ევროპული დემოკრატები - 7 955 ხმა; 0.38%

საქართველოს პატრიოტთა ალიანსი - 50 599 ხმა, 2.44%;

ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის - 182 922 ხმა, 8.81%, მანდატების რაოდენობა -14;

საქართველოს ლეიბორისტული პარტია 15 103 ხმა, 0.73%;

ჩვენი გაერთიანებული საქართველო 1 845 ხმა, 0.09%

შეცვალე საქართველო - 12 528 ხმა, 0.60%;

საქართველო - 2 780 ხმა, 0.13%;

თავისუფალი საქართველო - 4 145 ხმა, 0.20%;

ტრიბუნა - 2 483 ხმა; 0.12%;

ჩვენ - 2 593 ხმა, 0.12%;

გახარია საქართველოსთვის - 161 521 ხმა, 7.78%; მანდატების რაოდენობა 12;

მემარცხენე ალიანსი - 1 260 ხმა, 0.06%;

ქართველ ერთობა - 4 500 ხმა, 0.22%;

გირჩი - 62 223 ხმა, 3%;

ქართული ოცნება 1 120 053 ხმა, 53.93%; მანდატების რაოდენობა - 89.

ოპოზიცია მიიჩნევს, რომ 26 ოქტომბერს გამართული არჩევნები სხვადასხვა სახის დარღვევით გაიმართა და მისი შედეგები გაყალბდა და პარლამენტში შესვლას არ აპირებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები