მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცესკომ არჩევნების შედეგების 99.9% დათვალა - რომელი პარტია რამდენი მანდატით შევა პარლამენტში

დემოკრატიის ინდექსი

ცესკომ უბნების თითქმის 100% დაითვალა. საბოლოო მონაცემების მიხედვით, 5%-იანი ბარიერი ხუთმა პარტიამ გადალახა.

არსებული შედეგებით, უმრავლესობა მმართველმა პარტიამ მეოთხედ მოიპოვა.

ცესკომ 3 111 უბნიდან 3 109 უბანი დათვალა. დასათვლელი მხოლოდ 1 უბანი დარჩა. მარნეულის #69 უბანი, ბიულეტენების მასობრივი ჩაყრის კადრების გავრცელების შემდეგ გაუქმდა.

არსებული მონაცემებით, მანდატები ასე გადანაწილდება:

  • "ქართული ოცნება" - 54,93%. 89 მანდატი;
  • "კოალიცია ცვლილებისთვის: ახალი, დროა, გირჩი - მეტი თავისუფლება" - 10, 92% 19 მანდატი;
  • ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა - 10.1% 16 მანდატი;
  • ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის - 8.8%. 14 მანდატი;
  • გახარია საქართველოსთვის - 7.7%. 12 მანდატი.

შენიშვნა: არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, მონაცემები შესაძლოა მცირედით დაკორექტირდეს.

ბარიერგადალახული პარტიებიდან თითქმის არავინ აღიარებს არჩევნების არსებულ შედეგს და უგამონაკლისოდ ყველა პარტია ხელისუფლების მხრიდან ამომრჩევლებზე ზეწოლასა და გაყალბებაზე საუბრობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები