"ქართული ოცნების" პარლამენტარებმა დააინიცირეს კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, ცესკოს თავმჯდომარესა და წევრებს სამსახურებრივი საშტატო იარაღის ტარების უფლება ექნებათ.
პროექტის მიხედვით, პირებს, რომელთაც „იარაღის შესახებ“ კანონის გათვალისწინებით, უფლებამოსილებათა განსახორციელებლად სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება აქვთ, ცესკოს წევრები ემატება.
განმარტებით ბარათში წერია, რომ იარაღის ტარების უფლება სამსახურიდან წასვლის შემდეგაც შეუნარჩუნდებათ პირებს, რომლებიც უწყვეტად ახორციელებდა უფლებამოსილების ვადის ბოლო 4 წლის განმავლობაში.
"ოცნებისვე" გუშინ ინიცირებული კანონით ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და ცესკოს წევრები 65 წლის მიღწევის შემდეგ სახელმწიფო კომპენსაციას მიიღებენ.




























