მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად, ირანმა ქუვეითის ნავთობობიექტებზე მასშტაბური იერიში მიიტანა

ირანი

ისრაელური გამოცემა Ynet-ის ინფორმაციით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაფორმებიდან რამდენიმე საათში ირანმა ქუვეითის მიმართულებით დრონებით შეტევა განახორციელა. როგორც მედია ქუვეითის არმიის განცხადებაზე დაყრდნობით წერს, ოთხშაბათს, ადგილობრივი დროით 08:00 საათიდან, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის ძალები ირანული უპილოტო საფრენი აპარატების ინტენსიურ შეტევას იგერიებენ.

როგორც ირკვევა, სამხედროებმა 28 დრონის განადგურება შეძლეს. იერიშის სამიზნე კი ქვეყნის სამხრეთით მდებარე კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნავთობინფრასტრუქტურა და ელექტროსადგურები გახდა. პირველადი მონაცემებით, თავდასხმის შედეგად ნავთობობიექტებს, ენერგეტიკულ ნაგებობებსა და წყლის მომარაგების სისტემებს მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგა.

აღსანიშნავია, რომ ქუვეითის პარალელურად იერიშების შესახებ ცნობა გაავრცელა არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმაც. ქვეყნის თავდაცვის უწყების განცხადებით, საჰაერო სისტემებმა ირანული დრონების მორიგი ტალღა დააფიქსირეს და მათი ნეიტრალიზების ოპერაცია დაიწყეს. თავდასხმა განსაკუთრებით მოულოდნელი აღმოჩნდა იმ ფონზე, რომ აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება სულ რამდენიმე საათის წინ გამოცხადდა.

შეგახსენებთ, რომ ირანსა და აშშ-ს შორის ორკვირიანი ზავის შესახებ შეთანხმება საქართველოს დროით 02:45 საათზე შევიდა ძალაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები