მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ციფრულ ვალუტას ნაღდი ფულის ჩანაცვლება შეუძლია – IMF-ის ხელმძღვანელი

cbdc imf

ცენტრალური ბანკის მიერ გამოშვებულ ციფრულ ვალუტას, იგივე CBDC-ს ნაღდი ფულის (ქეშის) ჩანაცვლება მარტივად შეუძლია, - აცხადებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის.

კრისტალინა გეორგიევას შეფასებით, ციფრულ ვალუტას აქვს ყველა ის უპირატესობა, რაც ტრადიციულ ფულს და კრიპტოვალუტას გააჩნია, თუმცა ის გაცილებით უფრო უსაფრთხო და დაცულია. გარდა ამისა, CBDC-ის გაყალბება, ბოროტად მითვისება და გათეთრება თითქმის შეუძლებელია, სწორედ ამიტომ მას ჩრდილოვანი ეკონომიკის წილის შემცირება და უფრო გამჭვირვალე ფინანსური სისტემის განვითარების ხელშეწყობაც შეუძლია.

როგორც IMF-ის ხელმძღვანელი ამბობს, CBDC-ს დიდი პოტენციალი აქვს საერთაშორისო ტრანზაქციების გამარტივების და ფინანსური ინკლუზიურობის გაზრდის კუთხითაც, რის გამოც ის სავალუტო ფონდისთვის პრიორიტეტულ ტექნოლოგიას წარმოადგენს.

აქვე არ უნდა გამოგვრჩეს ისიც, რომ ციფრული ვალუტის დისტრიბუციას თავად ცენტრალური ბანკი უზრუნველყოფს, შესაბამისად, გრძელ ვადაში, მისი გამოშვება და მართვა უფრო იაფი უჯდება სახელმწიფოს, ვიდრე ქაღალდის ფულის.

ამჟამად მსოფლიოს მასშტაბით თითქმის ყველა სახელმწიფოს ცენტრალური ბანკი მუშაობს ციფრული ვალუტის შექმნაზე, იქნება ეს: აშშ-ის ფედერალური რეზერვი, ევროპის ცენტრალური ბანკი თუ ინგლისის ბანკი, მათ შორის, ციფრული ლარის შექმნაზე საქართველოს ეროვნული ბანკიც მუშაობს.

კრიპტო და ციფრულ ვალუტებს შორის რამდენიმე არსებითი განსხვავებაა, პირველი, რა თქმა უნდა, მათ ფუნდამენტურ თვისებას უკავშირდება, კრიპტოაქტივების უმეტესობა დეცენტრალიზებულია, CBDC კი პირიქით - სრულად ცენტრალიზებულია და უშუალოდ ექვემდებარება ქვეყნის ცენტრალური ბანკის კონტროლს.

გარდა ამისა, ციფრული ვალუტის ფასი ზუსტად იმეორებს ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსს, კრიპტოაქტივები კი საერთაშორისო ბირჟაზე თავისუფლად ივაჭრება, მათ უმეტესობას კი გარკვეული ფუნქციური დანიშნულებაც აქვს, მაგალითად: ეთერიუმზე, კარდანოსა და სოლანაზე ცალკეული ეკოსისტემების, NFT-ებისა და აპლიკაციების დაშენებაა შესაძლებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები