მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ციფრული ტექნოლოგიების როლი ტურიზმში - "ტურისტერი 2023"-ის ერთ-ერთი მთავარი თემა

ტურისტერი 2023

ახალი ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები და ხელსაწყოები სწრაფი ტემპით ჩნდება და ცვლის ტურიზმის ინდუსტრიაში არსებულ წყობას. კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად დღეს, როგორც ალბათ არასდროს, საჭიროა სწრაფად ავუწყოთ ფეხი ტექნოლოგიურ პროგრესს, ვინაიდან ეს შეიძლება გახდეს ჩვენი კონკურენტული უპირატესობა. ამიტომაც, ციფრული ტექნოლოგიები ტურიზმში „ტურისტერი 2023“-ის ერთ-ერთი მთავარი თემაა.

"გიგანტი კომპანიები, როგორებიცაა Google Cloud-ის, TripAdvisor-ის, Expedia ხელოვნური ინტელექტის და სხვა ტექნოლოგიური ხელსაწყოების გამოყენებით ცდილობენ მოერგონ ტურისტის ქცევის ცვლილებას, შექმნან ახალი, განსხვავებული პროდუქტები და უპასუხონ თაობათა შორის ქცევით განსხვავებებს.

„ტურისტერი 2023-ის“ ფარგლებში სწორედ აღნიშნული კომპანიები, Google Cloud, TripAdvisor და Expedia ისაუბრებენ ამ მნიშვნელოვან თემებზე და გაგვიზიარებენ თავიანთ გამოცდილებას და საუკეთესო საერთაშორისო, მათ შორის ადგილობრივ კონტექსტზე მორგებულ, მაგალითებს. კერძოდ კი: Google Cloud-ის ციფრული ტრანსფორმაციების ექსპერტი, ჟივკო გურმანოვი, ისაუბრებს რა ხელსაწყოებს სთავაზობს Google Cloud-ი სტუმარმასპინძლობის და უძრავი ქონების სფეროს და როგორ შეიძლება ამ ხელსაწყოების გამოყენება მონაცემთა შეგროვებისთვის და კლიენტებთან ურთიერთობის გაუმჯობესებისთვის. ამასთანავე, Google Cloud ფესტივალის სტუმრებს 4000$-მდე ღირებულების ბიზნეს-განვითარების რესურსებს შესთავაზებს დამსწრე მცირე და საშუალო ბიზნესებს.

Expedia-ს აღმოსავლეთ ევროპის ბიზნესების განვითარების კოორდინატორი, ლაურა მილოშ სანჩესი, ისაუბრებს ტურისტის ქცევის ცვლილებაზე, კერძოდ, მოგზაურობის დაგეგმვის ახალ თავისებურებებზე და ამ მიმართულებით ახალ ტრენდებზე ამერიკის, დიდი ბრიტანეთის და საფრანგეთის ქეისებზე დაყრდნობით, ხოლო კონკრეტული აქცენტი სასტუმრო და ავია ინდუსტრიაზე გაკეთდება. Tripdavisor-ის აღმოსავლეთ ევროპის კლიენტთა მომსახურების მენეჯერი, ალეხანერ გროსი, კი ისაუბრებს ტურისტის ქცევის ცვლილებაზე, თაობებს (თაობა X, მილენიალები , Z) შორის განსხვავებულ ქცევებზე და როგორ პასუხობს Tripdavisor აღნიშნულ ცვლილებებს", - ამბობს "ტურისტერი 2023"-ის ორგანიზატორი მამუკა ბერძენიშვილი.

ასევე, აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ფარგლებში Google Cloud და TripAdvisor ზემოაღნიშნულ თემებზე გამართავენ ვორკშოპებს, სადაც კიდევ უფრო სიღრმისეულად იქნება განხილული ეს თემები სასტუმროების, რესტორნების და უძრავი ქონების წარმომადგენლებისთვის.

შეგახსენებთ, რომ „ტურისტერი 2023“ 10-11 ნოემბერს, ბათუმში, სასტუმრო რედისონ ბლუში იმართება. ფესტივალზე პრეზენტაციების, პანელური დისკუსიების და ვორკშოპების პარალელურად დაგეგმილია ქართული ტექნოლოგიური სტარტაპების გამოფენა,