მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ციფრული ტრანსფორმაცია საქართველოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია - ეკა ყუბუსიძე

ოუფენ ნეტი
07.06.24 12:30
1147

ეკონომიკისა სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი ეკა ყუბუსიძე ამბობს, რომ ციფრული ტრანსფორმაცია ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ეკა ყუბუსიძემ სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის (TOA) ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ წარმატებით ხორციელდება პროექტები სოფლად ინტერნეტის მაქსიმალური ხელმისაწვდომობის მიზნით.

„ქვეყანაში ციფრული უთანასწორობის აღმოფხვრა და ციფრული ტრანსფორმაცია საქართველოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენ მივესალმებით ყველა ინიციატივას, რომელიც მიმართულია ამ გამოწვევის დასაძლევად. ეკონომიკის სამინისტრო წარმატებით ახორციელებს მთელ რიგ პროგრამებსა და პროექტებს, რომელთა მიზანია სოფლად ინტერნეტის მაქსიმალური ხელმისაწვდომობა და მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობა ციფრულ ეკოსისტემაში", - აღნიშნა ეკა ყუბუსიძემ.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა ა(ა)იპ „ოუფენ ნეტის“ დირექტორი მარიამ სულაბერიძე, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის, პოლონეთის სოლიდარობის ფონდის - Solidarity Fund PL in Georgia (SFPL), სოფლის გაძლიერება ციფრული ჩართულობის გზით (REDI) პროექტის და კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენლები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები