მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

წინა წლის ისტორიულად დაბალი შედეგის შემდეგ, გლობალური ღვინის წარმოება გაიზარდა

ღვინო
15.11.25 23:36
221

2025 წელს გლობალური ღვინის წარმოება, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მცირედით აღდგა და 3%-ით გაიზარდა. ღვინის მსოფლიო ორგანიზაციის (OIV) მონაცემებით, მიმდინარე წელს ღვინის წარმოება 232 მილიონ ჰექტოლიტრს (დაახლოებით 6.1 მილიარდი გალონი) მიაღწევს.

აღსანიშნავია, რომ 2024 წელს მსოფლიო ბაზარზე ღვინის წარმოების მაჩვენებელმა 1961 წლის ისტორიული მინიმუმი გაიმეორა.

ზრდის მიუხედავად, აღნიშნული მაჩვენებელი ინდუსტრიის გრძელვადიან მოლოდინს მაინც ჩამორჩება. სექტორის ექსპერტების შეფასებით, მსოფლიო ბაზარზე ღვინის მიწოდების შემცირება განპირობებულია კლიმატის ცვლილებით.

ევროპას, რომელიც მსოფლიო ბაზრისათვის ყველაზე მეტ ღვინოს აწარმოებს, უწევს არასტაბილურ კლიმატურ პირობებთან გამკლავება. არსებული მდგომარეობა განსაკუთრებით აისახა საფრანგეთსა და ესპანეთზე. ქვეყნებზე, რომლებიც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი მწარმოებლები არიან.

პოზიტიური ნიშნები შეიმჩნევა სამხრეთ ნახევარსფეროში, სადაც გაზრდილია ავსტრალიის, ახალი ზელანდიისა და სამხრეთ აფრიკის მიერ ღვინის წარმოება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები