მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„წინასწარი ინფორმაციით, ჩარტერული რეისი დოჰადან 4 მარტისთვის არის დაგეგმილი“ - Travel To Georgia

ლაშა ბერეკაშვილი

„პრიორიტეტია საქართველოს მოქალაქეების დაბრუნება, თუმცა საჭირო კომუნიკაცია გალფის ყურის ქვეყნებიდან ჩამოსულ ტურისტებთანაც, რომლებიც ვერ გაფრინდნენ სამშობლოში,“- ამის შესახებ კომპანია Travel To Georgia-ს დირექტორმა ლაშა ბერეკაშვილმა „საქმიანი დილის“ ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, აქტიური სეზონის გათვალისწინებით საქართველოში ამ ქვეყნებიდან არაერთი ვიზიტორი იმყოფება და მათ შესაბამისი დახმარება უნდა გაეწიოთ.

რაც შეეხებათ საქართველოს მოქალაქეებს, Travel To Georgia-ს ამ ეტაპზე დოჰაში 25 ტურისტი ჰყავს, ბერეკაშვილის თქმით, ისინი უსაფრთხოდ იმყოფებიან.

„მიმდინარე სიტუაცია მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ამჟამად დოჰაში იმყოფება. ყველაზე დიდი ჯგუფები საქართველოსგან ჩარტერული რეისებით გაფრინდნენ, რადგან კვირაში ორჯერ სრულდებოდა. ამ ეტაპზე ჩვენი ჯგუფი, დაახლოებით 25 ადამიანი, დოჰას სასტუმროში უსაფრთხოდ არის მოთავსებული. თითოეულ სტუმარს დაემატა ორი დღე დამატებით სასტუმროში ყოფნისთვის, სადაც უზრუნველყოფილია ყველა საჭირო სერვისი, მათ შორის კვება.

წინასწარი ინფორმაციით, ჩარტერული რეისი, რომელიც საშუალებას მისცემს ჩვენი ჯგუფისა და სხვა ქართველების დაბრუნებას, 4 მარტისთვის არის დაგეგმილი. ამ დროისთვის ჩვენ აქტიურად ვაკვირდებით სიტუაციას და ველოდებით დამატებით ინფორმაციას. პრიორიტეტი არის საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხო დაბრუნება სამშობლოში, ხოლო მეორე ჯგუფი, რომელიც ვერ გაფრინდა გუშინ დაგეგმილი რეისის გამო, მოითხოვს შესაბამისი ინსტრუქციების შესრულებას ჩვენი პარტნიორებისგან.

მიმდინარე ჯავშნები და ტურისტული მიმართულებები აქტიურია. თუ ქვეყანა საჰაერო მიმოსვლას აღადგენს, ტურისტული ნაკადი სწრაფად აღდგება. საამიროებში დუბაისა და აბუ-დაბის ტურიზმის სამსახურები სასტუმროებს სთხოვენ, რომ არ თქვან უარი იმ ტურისტების განთავსებაზე, რომლებიც ჩარჩნენ ამ კონფლიქტის დროს და ყველა ხარჯს ისინი თითქოს თავიანთ თავზე იღებენ. ამ ეტაპზე ჩვენ ვაკვირდებით, თუ როგორ გავრცელდება ეს შეთავაზებები ქართული ჯგუფებისთვის, მაგრამ მთავარი აქტიური კერა კვლავ დოჰაა.

საქართველოს მოქალაქეები აქტიურ კომუნიკაციაში არიან საკონსულოსთან, რომელიც წარმოადგენს ცხელს ხაზს და ეფექტურად უჭერს მხარს მათ. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პრიორიტეტი არა მხოლოდ უსაფრთხოება, არამედ ტურისტების სწრაფი და მშვიდობიანი დაბრუნებაა. ზოგადად, ჩვენი მაყურებლებისთვის რომ აღვნიშნო, საამიროები, ისევე როგორც დოჰა, კატარი, ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ტურისტული მიმართულება და ადგილი. არ ვგულისხმობ ახლანდელ ომის სიტუაციას, რა თქმა უნდა. თუ ომი გაჩერდება და საჰაერო მიმოსვლა აღდგება, ტურიზმიც მყისიერად აღდგება. რატომ? იმიტომ, რომ როგორც წეღან აღვნიშნე, ეს მიმართულებები მსოფლიოში ითვლება ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ადგილად.

ამასთან, ამ პერიოდში საქართველოში იმყოფებიან სხვა უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც, რომლებიც ვერ დაბრუნდნენ თავიანთ სამშობლოში, რაც ასევე საჭიროებს ყურადღებასა და კოორდინაციას. იმედი მაქვს ტურიზმის სამსახურები შესაბამისად მოქმედებენ. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ამ კონფლიქტის ფონზე, ზამთრის კურორტებზე გარკვეული პრობლემები წარმოიშვა, რადგან ჯავშნები გაუქმდა. საჭირო კომუნიკაცია, თუ როგორ არიან, რა ხდება, რა მდგომარეობა აქვთ და ხელშეწყობის ნაწილში გარკვეული ნაბიჯები იქნეს გადადგმული.“ - განაცხადა ბერეკაშვილმა.

ინფორმაციისთვის, ისრაელისა და აშშ-ის მიერ ირანზე განხორციელებული დარტყმებისა და თეირანის საპასუხო ნაბიჯების ფონზე, საქართველოში ფრენების ნაწილი გაუქმდა. დღეისთვის, ავიარეისებზე შეზღუდვები თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებიდან შესასრულებელ 16 რეისს შეეხო.

bm.ge-სთვის TAV GEORGIA-დან მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, დღეს, 2 მარტს, თბილისის აეროპორტიდან ფრენები შემდეგი მიმართულებებით გაუქმდა: თბილისიდან თელ-ავივის, აბუ-დაბის, შარჯას და დუბაის მიმართულებით 13 რეისი, ბათუმში კი თელ-ავივის მიმართულებით 3 რეისი.

რაც შეეხება ქუთაისის აეროპორტს, აღნიშნული მიმართულებებით რეგულარული ფრენები არ სრულდება, შესაბამისად ცვლილებები მათ რეისებს არ შეხებია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები