მოლდოვას საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში წინასწარი მონაცემებით მაია სანდუ ლიდერობს.
საარჩევნო უბნების 97,03%-ის მონაცემებით მაია სანდუს ამომრჩეველთა 53.53% (846,843 ხმა) უჭერს მხარს, ალექსანდრ სტოიანოგლოს კი 46.47% (735 126 ხმა).
აღსანიშნავია, რომ მონაცემები მას შემდეგ შეიცვალა, რაც საზღვარგარეთის 231 უბნის მონაცემების თვლა დაიწყო. პროევროპელ მაია სანდუს ემიგრაციის უპრეცედენტოდ დიდი მხარდაჭერა აქვს.
წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში საზღვარგარეთ 323 000-ზე მეტმა ადამიანმა მისცა ხმა, რაც მოლდოვისთვის რეკორდული მაჩვენებელია.
მანამდე, მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, სტანისლავ სეკრიერუმ თქვა, რომ ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში რუსეთის მხრიდან ჩარევა "მასობრივად" მიმდინარეობდა.