მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წითელი ნუსხის განახლება, სახეობათა აღდგენის ეროვნული გეგმის დამტკიცების შემდეგ დაიწყება - სამინისტრო

განახლება

ქვეყანაში წითელი ნუსხის განახლების პროცესი სახეობათა აღდგენის ეროვნული გეგმის დამტკიცების შემდეგ დაიწყება - ამის შესახებ საქართველოს ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის სახელმწიფო სისტემის საკოორდინაციო საბჭოს რიგით მეორე შეხვედრაზე ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის უფროსმა კარლო ამირგულაშვილმა განაცხადა.

საბჭომ საქართველოს წითელი ნუსხის განახლების პროცესის საკითხები განიხილა. შეხვედრის ფარგლებში, საბჭოს წევრებმა სახეობათა აღდგენის ეროვნული გეგმის პროექტი განიხილეს, რომელიც სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. აღნიშნული გეგმის დამტკიცების შემდეგ, ინდივიდების აღდგენის პროცესი დაიწყება.

„ეროვნული წითელი ნუსხის განახლება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ბიომრავალფეროვნების დაცვისთვის. მეცნიერებთან და ექსპერტებთან ერთად, განისაზღვრება კვლევებზე დაფუძნებული ნუსხა. აღსანიშნავია, რომ პარლამენტში დაიწყო ბიომრავალფეროვნების შესახებ კანონპროექტის განხილვა. ამ კანონის ძალაში შესვლის შემდეგ, ქვეყანაში სახეობებს უკვე საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად განესაზღვრებათ საკონსერვაციო სტატუსი“, - განაცხადა კარლო ამირგულაშვილმა.

შეხვედრაზე აღინიშნა ქვეყანაში ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების, კონსერვაციისა და მონიტორინგის პრიორიტეტულობის საკითხი და ხაზი გაესვა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) და შვედეთის მთავრობის (SIDA) აღნიშნული მიმართულებით განსაკუთრებული მხარდაჭერის მნიშვნელობას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები