სამედიცინო ცენტრ “ციტოს” ისტორია 1997 წლიდან იწყება. ჩანაფიქრი ასეთი იყო, ქვეყანაში ფრანგული ლაბორატორიული ქსელების ანალოგი უნდა შექმნილიყო და ქართველ ექიმებს მისცემოდათ შესაძლებლობა ემუშავათ საერთაშორისო სტანდარტების სივრცეში, მაღალი ტექნოლოგიების საშუალებით დაესვათ უტყუარი დიაგნოზი და დაეგეგმათ ეფექტიანი მკურნალობა. თავდაუზოგავი შრომითა და განვითარების უწყვეტი პროცესით გეგმა შეასრულეს და დასახულ მიზანსაც გასცდნენ. უკვე 25 წელია საერთაშორისო პარტნიორების დახმარებითა და ჩართულობით, სამედიცინო ცენტრი "ციტო" პაციენტებს მომსახურებათა ფართო სპექტრს სთავაზობს, მათ შორის: მაღალკვალიფიციურ ექიმებთან კონსულტაციას, მკურნალობის დაგეგმვას და ასევე ლაბორატორიულ და ინსტრუმენტულ კვლევებს სხვადასხვა მიმართულებით. "ციტო" დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით არის წარმოდგენილი, თუმცა განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი გაჩერებას არ აპირებს და წინ კიდევ ბევრი ამბიციური გეგმა, მათ შორის რეგიონის ათვისებაა.
სტუმარი: ნათია შავდია - “ციტოს” დამფუძნებელი
#ქალებისნარატივი ლიკა მეგუთნიშვილთან ერთად