მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცხინვალი ე.წ. საზღვარს კეტავს, მიზეზი არჩევნებია

ცხინვალის ე.წ. საზღვარი

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. მთავრობა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გამო საოკუპაციო საზღვარს კეტავს. გადაწყვეტილება ე.წ. უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე მიიღეს.

"სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საქართველოს პროდასავლური და ნაციონალისტური რადიკალური ძალების მხრიდან შესაძლო პროვოკაციების გამორიცხვის მიზნით, სახელმწიფო სასაზღვრო გამშვები პუნქტების: "რაზდაჰანი" და "პერეუ" მუშაობა გამარტივებული წესით, 2024 წლის ოქტომბერში, შეჩერდეს", - აღნიშნულია დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები