მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცხინვალი ყირიმში ოსური ლუდის გაყიდვებს იწყებს - მედია

ოსური ლუდი

ოკუპირებულმა ცხინვალმა ოკუპირებულ ყირიმში ლუდის ექსპორტი დაიწყო. ე.წ. სამხრეთ ოსეთის ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ყირიმის მაღაზიებში ოსური ლუდის გაყიდვები მაისიდან დაიწყება.

"მაისის პირველი რიცხვებიდან ოსური ლუდი ყირიმის მაღაზიების თაროებზე გამოჩნდება. მომავალში რაოდენობის ზრდა იგეგმება", - აღნიშნულია განცხადებაში.

როგორც ოსური მედია წერს, ამ დროისთვის ცხინვალიდან ყირიმში 26000 ბოთლი ლუდია გატანილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები