მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცხინვალს სურს, BRICS-ის ქვეყნებთან კავშირები გააძლიეროს

გაგლოევი

"სამხრეთ ოსეთი მეგობრულ ურთიერთობებს ავითარებს იმ ქვეყნებთან, რომლებმაც ჩვენი დამოუკიდებლობა აღიარეს", - ამის შესახებ დე ფაქტო პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა განაცხადა.

"იგეგმება არაერთი პროფილური ხელშეკრულების გაფორმება [ამ ქვეყნებთან], - აღნიშნა მან პროპაგანდისტულ გამოცემა Tass-თან.

ამასთან, როგორც გამოცემა წერს, ალან გაგლოევმა ისაუბრა სურვილზე, კავშირები იმ სახელმწიფოებთან გააძლიეროს, რომლებიც, "სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის" მსგავსად, თავიანთ ეროვნულ ინტერესებს იცავენ. მისი თქმით, მათ შორისაა BRICS-ის ქვეყნები.

ალან გაგლოევის თქმით, სამხრეთ ოსეთი აქტიურად მუშაობს ბელარუსთან თანამშრომლობის გასაძლიერებლად, განსაკუთრებით განათლების, მეცნიერებისა და სპორტის სფეროებში.

ცნობისთვის, BRICS-ის ქვეყნებია: რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი, ირანი, ბრაზილია, სამხრეთ აფრიკა, ეგვიპტე, ეთიოპია, არაბთა გაერთიანებული საამიროები.

პუტინის ვიზიტის შემდეგ აზერბაიჯანმა BRICS-ში გაწევრიანების განაცხადი ოფიციალურად გააკეთა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები