რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ცხინვალში საახალწლო ფეიერვერკები გაუქმდა. ამის შესახებ ინფორმაცია ცხინვალის ე.წ. მერიამ გაავრცელა. მიზეზად უკრაინაში მიმდინარე "სპეცოპერაცია" სახელდება.
„სპეციალური სამხედრო ოპერაციის გამო, ცხინვალის ადმინისტრაციის მიერ საახალწლო დღესასწაულებზე დაგეგმილი ყველა პიროტექნიკური შოუ გაუქმდება“, - ნათქვამია განცხადებაში.
ახალი წლის ღამესა და შობას ფეიერვერკების გაუქმებაზე განცხადება მოსკოვის მერიამაც გააკეთა.