“ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის ასოციაციის" გენერალური მდივნის განცხადებით, ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანში ტვირთბრუნვა გაიზარდა.
გაიდარ აბდიკერიმოვის თქმით, 2023 წლის 9 თვეში დერეფნით მილიონ 900 ათასი ტონა ტვირთი გადაიზიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ზრდა 89%-ია.
"აზერბაიჯანის, საქართველოსა და ყაზახეთის წარმომადგენლებს შორის 2013 წლის 7 სექტემბერს ხელი მოეწერა პირველ დოკუმენტს ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანთან დაკავშირებით და ის მუშაობს. რაც შეეხება შედეგებს.
2023 წლის 9 თვის განმავლობაში დერეფნით ტრანსპორტირებულია მილიონ 900 ათასი ტონა ტვირთი, ზრდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 89%-ია. ეს გადაზიდვების საერთო სურათია, მაგრამ არის პირდაპირი გადაზიდვები, რომლებიც კონტეინერებით ტრანსპორტირდება, ესეც იზრდება, ტრანზიტული გადაზიდვები ოდნავ შემცირდა, თუმცა ექსპორტ-იმპორტის მოცულობა მაინც იზრდება", - განაცხადა გაიდარ აბდიკერიმოვმა.