მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წლის ბოლომდე და მომავალ წელს ლარი დოლარის მიმართ საშუალოდ 2.7-ის ფარგლებში იქნება - Galt & Taggart

ლარი
BM. GE
01.11.23 16:15
43

Galt & Taggart-ის პროგნოზით, მიმდინარე წლის ბოლომდე და მომავალ წელს ლარი დოლარის მიმართ საშუალოდ 2.7-ის ფარგლებშია მოსალოდნელი.

საინვესტიციო კომპანიის შეფასებით, 2023 წლის ოქტომბრის განმავლობაში ლარი მცირედით გაუფასურდა დოლართან მიმართებაში, თუმცა წლის დასაწყისთან შედარებით სტაბილურია.

„რთული გეოპოლიტიკური კონტექსტის მიუხედავად, ლარის სტაბილურობას განაპირობებს ძლიერი ფუნდამენტური ფაქტორები, როგორიცაა სავალუტო შემოდინებები, მაღალი ეკონომიკური ზრდა და ჯანსაღი ფისკალური პარამეტრები. ჩვენი პროგნოზით, მიმდინარე წლის ბოლომდე და მომავალ წელს ლარი დოლარის მიმართ საშუალოდ 2.7-ის ფარგლებშია მოსალოდნელი“, - ნათქვამია Galt & Taggart-ის მიმოხილვაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები