მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"წლის ბოლომდე საკრედიტო პორტფელში 15%-მდე ზრდას ველოდებით" - საბანკო ასოციაცია

ალექსანდრე ძნელაძე

საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი, ალექსანდრე ძნელაძე, BMG-სთან საფინანსო სექტორისთვის განვლილ ექვს თვეს აჯამებს. როგორც ის აღნიშნავს, 2025 წელს სხვადასხვა მიმართულებით ზრდის ტემპის შემცირება შეინიშნება, რაც ყველაზე მკვეთრად მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებით ჩანს.

"2025 წელი გამორჩეული იყო და არის არა მხოლოდ იმ თვალსაზრისით, რაც რეგიონში და საქართველოში ხდება, ან რა წნეხი შეიძლება იყოს, როგორც არსებულ სისტემაზე, ასევე გარედან. 2023 წელს ჩვენ უკვე ვსაუბრობდით, რომ 2022-23 წლის გარკვეული "ბუსტი", ანუ დამატებითი ეფექტი გავლენას 2024 წელში ან 2025 წელს იქონიებდა და, რეალურად ჩვენ უკვე ვიხილეთ, რომ 2025 წელი უფრო ნაკლებად მზარდია სხვადასხვა მიმართულებით. ყველაზე მნიშვნელოვანი და ხაზგასასმელი ისაა, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის კუთხით არის შედარებით უფრო ნელი ზრდა, ვიდრე სხვა სექტორებთან მიმართებით", - განაცხადა ალექსანდრე ძნელაძემ.

მისივე თქმით, სამომხმარებლო სესხების კუთხით სტაბილური ზრდა გვაქვს.

"დღეის მდგომარეობით, ერთ-ერთი მაღალი ზრდის ტემპი აქვს სამომხმარებლო სესხებს, მაგრამ ასევე ველოდებით გააქტიურებას მცირე და საშუალო ბიზნესის კუთხით, რაზეც ყოველთვის ვუსვამ ხოლმე ხაზს, რომ ეკონომიკის სტაბილური და მდგრადი ზრდისთვის ყოველთვის უფრო მნიშვნელოვანია ხოლმე, რომ მცირე და საშუალო სესხების პორტფელი გაიზარდოს. წლის ბოლომდე სტაბილურ, 15%-მდე ზრდას ველოდებით საკრედიტო პორტფელში", - აღნიშნა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები