ერთპარტიული პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა ეკომიგრანტთა/დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებული პროგრამების და უსახლკარო/მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი მრავალშვილიანი ოჯახების განსახლების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
კომიტეტის სხდომაზე საკითხი "ოცნების მთავრობის" ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი ცაგარეიშვილმა წარადგინა.
მისი თქმით, ქუთაისში უკვე მაისში დასრულდება სამი კორპუსის მშენებლობა 720 დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით. სავარაუდოდ, ამ წლის ბოლოსთვის მზად იქნება 11 კორპუსი დევნილი ოჯახებისათვის თბილისში.
როგორც გიორგი ცაგარეიშვილმა აღნიშნა, ბინების განაწილება მკაცრად განსაზღვრული კრიტერიუმებით მოხდება.
მისივე თქმით, პარალელურად ხორციელდება სოფლად სახლის შესყიდვის პროექტი. ამ პროექტის თანახმად, 2024 წელს 1400 ოჯახი განასახლეს სხვადასხვა რეგიონში.
მომხსენებელმა ეკომიგრანტების საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ არცერთი ოჯახი არ დარჩა კომპენსაციის გარეშე.