2026 წლის პირველ ნახევარში საქართველომ ღვინის ექსპორტით 117.1 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც გასული წლის საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე 3.7%-ით ნაკლებია.
გასაღების ძირითადი ბაზარი კვლავ რუსეთია, თუმცა გაყიდვები იქ 72.7 მლნ აშშ დოლარიდან მიმდინარე წელს 69.8 მილიონ აშშ დოლარამდე 3.9%-ით შემცირდა. გარდა თანხისა, შემცირებულია მოცულობაც. ამ შემთხვევაში კლებამ 9.6% შეადგინა.
bm.ge გთავაზობთ ქართული ღვინის TOP-10 საექსპორტო ქვეყნის ჩამონათვალს:
- რუსეთი - 69.8 მლნ აშშ დოლარი;
- პოლონეთი - 8.5 მლნ აშშ დოლარი;
- უკრაინა - 6.1 მლნ აშშ დოლარი;
- ჩინეთი - 4.8 მლნ აშშ დოლარი;
- გერმანია - 3.8 მლნ აშშ დოლარი;
- ბელარუსი - 3.3 მლნ აშშ დოლარი;
- ყაზახეთი - 3.3 მლნ აშშ დოლარი;
- აშშ - 2.5 მლნ აშშ დოლარი;
- ლატვია - 2.1 მლნ აშშ დოლარი;
- თურქეთი - 1.6 მლნ აშშ დოლარი.




























