მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წლის II კვარტალში Nvidia-ს გაყიდვები გაორმაგდა

Nvidia

ტექნოლოგიური გიგანტი Nvidia აცხადებს, რომ ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე ჩიპების "აღზევებასთან" ერთად, მათი გაყიდვები გაორმაგდა და რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. კომპანიის ცნობით, ივნისის ბოლოს მათმა შემოსავალმა $13.5 მილიარდს მიაღწია და მეორე კვარტალში კიდევ უფრო დიდ ზრდას ელიან. კომპანიის გეგმებში ასევე მათივე აქციების ნაწილის $25 მილიარდად შესყიდვაა. ამის შესახებ BBC წერს.

Nvidia სექტემბრის ბოლომდე შემოსავლის $16 მილიარდამდე ზრდას ელოდება, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 170%-იანი მატება იქნება. 

კომპანია გაყიდვების მსგავს ზრდას ციფრული ტექნოლოგიების ახალ ერას უკავშირებს, რადგან მსოფლიოს მასშტაბით კომპანიები უკვე გადადიან ხელოვნური ინტელექტის აქტიურ გამოყენებაზე.

Nvidia ვიდეო თამაშების გრაფიკებზე პასუხისმგებელი კომპიუტერული ჩიპების წარმოებით გახდა ცნობილი. CBInsights-ის კვლევის თანახმად, დღესდღეობით კომპანია AI მოწყობილობების ბაზრის 95%-ს ფლობს. გარდა ამისა, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ChatGPT სწორედ Nvidia-ს ტექნოლოგიებით “გაწრთვნეს”.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები