მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წლის პირველ ნახევარში ატმის ექსპორტი გაიზარდა - TOP-10 ექსპორტიორი კომპანია

ექსპორტი

მიმდინარე წლის პირველი 6 თვის მონაცემებით საქართველოდან ატმის ექსპორტი გაორმაგდა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანამ 1 411 ტონა ახალი ატმისა და ნექტარინების რეალიზებით 1 მილიონ 424 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო. გაყიდული საქონლის რაოდენობა 67%-ით, ხოლო ღირებულება 107.2%-ით გაიზარდა.

წლის პირველ ნახევარში ატამი მხოლოდ 2 ქვეყანაში გავიდა, ექსპორტის ძირითადი ნაწილი კი რუსეთში განხორციელდა, სადაც 1.2 მლნ დოლარის ღირებულების 1 089 ტონა ატამი გავიდა, ხოლო სომხეთში 204 ათასი დოლარის 321 ტონა ატამი.

გასულ წელს საექსპორტო ქვეყნებს შორის ასევე იყვნენ აზერბაიჯანი და სლოვენია, თუმცა მოცულობები გაყიდვის მოცულობები მცირე იყო.

BM.GE-მ საქსტატიდან ის TOP-10 კომპანია გამოითხოვა, რომელიც წლის პირველ ნახევარში ატმის ექსპორტს ახორციელებდნენ. ესენია: შპს აგრო ფრუიტ; შპს გორი; შპს დემე; შპს კონოჰა; შპს ლიდერ 999; შპს მამბა; შპს პაკო 2017; შპს ფრეშ ფრუქტი; შპს ფულ ფრუტ; შპს ხილის წარმოება.

შენიშვნა: ექსპორტიორები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები