მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TSMC არიზონაში დამატებით $100 მილიარდის ინვესტირებას გეგმავს

TSMC

ნახევარგამტარების უმსხვილესმა მწარმოებელმა კომპანია TSMC-მა მიმდინარე წლის მეორე კვარტალის ფინანსური შედეგები წარმოადგინა, რომელიც ანალიტიკოსების მოლოდინებს აჭარბებს. ამასთან, TSMC არიზონას შტატში დამატებით $100 მილიარდის ინვესტიციას განახორციელებს, რითაც შტატში კომპანიის მთლიანი კაპიტალდაბანდება $265 მილიარდამდე გაიზრდება.

კომპანიის თავმჯდომარემ, სი სი ვეიმ განმარტა, რომ ეს ნაბიჯი მიზნად ამერიკელი პარტნიორების მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილებას ისახავს, რისთვისაც რამდენიმე მოწინავე 2-ნანომეტრიანი საწარმოო ხაზი და შეფუთვის მაღალტექნოლოგიური ქარხანა აშენდება.

ამასთან, კომპანიამ მიმდინარე წლის კაპიტალური ხარჯების ბიუჯეტიც გაზარდა და ის $60 მილიარდიდან $64 მილიარდამდე დიაპაზონში განსაზღვრა.

ცნობისთვის, მესამე კვარტალში TSMC $44.6 მილიარდიდან $45.8 მილიარდამდე შემოსავალს პროგნოზირებს, საოპერაციო მოგების მარჟა კი 56%-დან 58%-მდე იგეგმება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები