მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TSMC-ი ჩიპების 10%-ით გაძვირებას გეგმავს

TSMC

მსოფლიოში ნახევარგამტარების უმსხვილესმა კონტრაქტორმა მწარმოებელმა TSMC-მა 2027 წლიდან ჩიპების 10%-ით გაძვირება დააანონსა. როგორც ირკვევა, ეს გადაწყვეტილება მიზნად ნედლეულის, საწარმოო აღჭურვილობისა და საზღვარგარეთ ახალი ქარხნების მშენებლობის გამო გაზრდილი ხარჯების დაბალანსებას ისახავს.

არსებული ინფორმაციით, საფასო ცვლილება როგორც ძველი, ისე მოწინავე ტექნოლოგიური ნახევარგამტარების დამზადებას შეეხება. კერძოდ, 12, 16 და 28-ნანომეტრიანი, ასევე 6 ნანომეტრზე მცირე ზომის მოწინავე ჩიპების წარმოება 10%-მდე გაძვირდება. როგორც ირკვევა, TSMC-სა და კონტრაქტორ კომპანიებს შორის მოლაპარაკებების პროცესი ივნისში დაიწყო და ივლისში დასრულდა. შესაბამისად, ეს ის ფასია, რომელზეც Nvidia-ც, Apple-იც და სხვა მომწოდებლებიც ინფორმირებული არიან. ახალი ტარიფები ძალაში 2027 წლის დასაწყისიდან შევა.

რაც შეეხება ტექ-გიგანტის ოფიციალურ პოზიციას, TSMC-ის წარმომადგენელმა თქვა, რომ მათი საფასო პოლიტიკა სტრატეგიულია და არა სპეკულაციური, ამიტომაც ფასები მხოლოდ საჭიროების გამო და ისიც მხოლოდ მაშინ გაიზარდა, როცა ამის გარდაუვალი საჭიროება დადგა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები