მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TSMC-ის საბაზრო შეფასებამ $2 ტრილიონს გადააჭარბა

tsmc

ნახევარგამტარების უმსხვილესი მწარმოებლის, TSMC-ის შეფასება რეკორდულ $2 ტრილიონამდე გაიზარდა, რაც ერთწლიან პერიოდში 150%-იან აღმასვლას წარმოადგენს.

აღნიშნული ზრდა ტაივანის მარეგულირებლის გადაწყვეტილებას უკავშირდება, რომელიც საინვესტიციო ფონდებისთვის ერთ კონკრეტულ კომპანიაში აქტივების განთავსებაზე არსებული ლიმიტების შემსუბუქებას გეგმავს. ახალი ჩარჩო ხელშეკრულების თანახმად, ადგილობრივ ფონდებს საშუალება ექნებათ, საკუთარი აქტივების 25% იმ კომპანიებში დააბანდონ, რომელთა წონა ტაივანის საფონდო ბირჟაზე 10%-ს აღემატება. აქამდე მოქმედი რეგულაციით, ფონდების მენეჯერებისთვის ლიმიტი პორტფელის წმინდა აქტივების ღირებულების მხოლოდ 10%-ს შეადგენდა. მარტივად რომ ვთქვათ, ფონდებს მეტი თანხის დაბანდება შეეძლებათ TSMC-ში.

კომპანიამ გასულ კვირას პირველი კვარტლის ფინანსური შედეგებიც გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, მოგება 58%-ით გაიზარდა და ანალიტიკოსების მოლოდინებს გადააჭარბა.

ცნობისთვის, TSMC ნახევარგამტარების უმსხვილესი კონტრაქტული მწარმოებელია მსოფლიოში, რომლის პროდუქცია გამოიყენება როგორც სამომხმარებლო ელექტრონიკაში, ისე მასშტაბურ მონაცემთა ცენტრებში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები