მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცნობილია, ვინ იყიდა ტყიბულის წყალსაცავში მდებარე კუნძული

ტყიბულის წყალსაცავი

ტყიბულის წყალსაცავში, სოფელ მანიჭორში მდებარე კუნძულები 3 მილიონ ლარად გაიყიდა - ტერიტორიის შემძენმა ადგილზე 8 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს და ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურა შექმნას.

წყალსაცავში მდებარე ყველაზე დიდი ზომის კუნძული შეისყიდა კომპანია შპს ემ & ეს - მა, რომელიც დაკავშირებულია ბიზნესმენ მირიან ქათამაძესთან. ბიზნეს რეესტრის თანახმად, ქათამაძე არის კომპანია "რედკოს" დამფუძნებელი, რომელსაც განხორციელებული აქვს არაერთი მსხვილი დეველოპერული პროექტი. მისმა კომპანიამ 315 ათასი კვადრატული მეტრის ფართობის კუნძული 1.7 მილიონ ლარად შეიძინა. აღნიშნულ კუნძულზე კომპანია ემ & ეს-მა 6 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს. ჯერ-ჯერობით უცნობია რომელმა კომპანიებმა შეიძინეს დანარჩენი ორი კუნძული.

კუნძულების გასაყიდად სამი აუქციონი 2023 წლის დეკემბერში ტყიბულის მუნიციპალიტეტმა გამოაცხადა, ისინი 28 დეკემბერს დასრულდა. მნიშვნელოვანია გარემოება, რომ თითოეულ მათგანში საკმაოდ მაღალი კონკურენცია დაფიქსირდა და ხუთმა სხვადასხვა მონაწილემ ერთ აუქციონში 483 ბიჯი, ხოლო მეორე 556 ბიჯი დაფიქსირდა. თუმცა, ერთი ბიჯით გაიყიდა მესამე 1.7 მილიონი ლარის ღირებულების კუნძული.

  • კუნძული 1, ფართობი 31,828 კვადრატული მეტრი;
  • საწყისი ფასი ₾180,000, გაყიდვის ფასი 663,000 ლარი.
  • საინვესტიციო ვალდებულება - 1 მილიონი ლარი;
  • გაიყიდა 483 ბიჯის შედეგად;

  • კუნძული 2, ფართობი 21,421 კვადრატული მეტრი;
  • საწყისი ფასი ₾120,000, გაყიდვის ფასი 676,000 ლარი.
  • საინვესტიციო ვალდებულება - 1 მილიონი ლარი;
  • გაიყიდა 556 ბიჯის შედეგად;

  • კუნძული 3, ფართობი 315,018 კვადრატული მეტრი;
  • საწყისი ფასი ₾1,700,000, გაყიდვის ფასი 1,701,000 ლარი.
  • საინვესტიციო ვალდებულება - 6 მილიონი ლარი;
  • გაიყიდა 1 ბიჯის შედეგად;

კუნძულების მყიდველმა ადგილზე ინვესტიციები 5 წლის ვადაში უნდა განახორციელოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები