მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ცნობილია ვისი სახლები გაიჩხრიკა ღარიბაშვილის, ლილუაშვილის და ფარცხალაძის გარდა

121

სუს-მა გუშინ ჩატარებულ 24 ბინისა და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკაზე კიდევ ერთი ბრიფინგი გამართა. უწყებაში დამატებით დაასახელეს იმ ადამიანების ვინაობა, ვისი სახლებიც გაიჩხრიკა.

ღონისძიება ჩატარდა როგორც თბილისში, ასევე დედოფლისწყაროს, ვანის, ჩოხატაურისა და ბორჯომის რაიონებში. გაიჩხრიკა: ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძის, რომეო მიქაუტაძის, მიხეილ ჩოხელის, ვანო და თორნიკე პარკაულების, ანდრია (იგივე სანდრო) ლილუაშვილის და მათი ოჯახის წევრების საცხოვრებელი სახლები.

სუს-ის ცნობით, აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობდა საქართველოს პროკურატურისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 230-მდე თანამშრომელი.

ამოღებულია: ნაღდი ფული, საერთო ჯამში 7 002 200 აშშ დოლარისა და 136 000 ლარის ოდენობით, 198 ერთეული ძვირფასი ნაკეთობა და საათი, ძვირადღირებული ნახატები, დოკუმენტაცია რამდენიმე ათას ფურცლად, 50 ერთეული მობილური ტელეფონი და 119 ერთეული ელექტრო მოწყობილობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები