რამდენიმე წლის წინ კახეთის ერთ პატარა ქალაქში, წნორში, ახალგაზრდების ჯგუფმა სოციალური საწარმოს „ცოდნის კაფე“ შექმნეს, რომელიც მალევე კახეთის კულტურულ ცხოვრებაში გამორჩეულ ადგილად მოინიშნა. ეს არის ადგილი, სადაც ცოდნის გაღრმავებისა და გამოცდილების გაზიარებისთვის, ბავშვები, ახალგაზრდები და ხანდაზმულები იკრიბებიან და ქმნიან იმ განსაკუთრებულ ერთობას, რომელსაც ცოდნის „კაფე ჰქვია“ და რომლის მეგობართა რიცხვი მთელი ქვეყნის მასშტაბით დღითი დღე იზრდება. როგორ განვითარდა “ცოდნის კაფე” ამ პერიოდის განმავლობაში, რა ეტაპზეა დღეს და სამომავლო გაფართოების რა სტრატეგია აქვთ დასახული?
სტუმარი: ნანა ბაგალიშვილი - “ცოდნის კაფეს" დამფუძნებელი;
#ქალებისნარატივი ლიკა მეგუთნიშვილთან ერთად