მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თსუ-ის პირველ კორპუსთან სტუდენტებსა და სამართალდამცველებს შორის ვითარება დაიძაბა

აქცია

თსუ-ს პირველ კორპუსთან სტუდენტებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა. ამ დროისთვის ვითარება დაძაბულია. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და ნიღბიანი სამართალდამცველები.

საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა თსუ-ს სტუდენტების ნაწილი პირველი კორპუსში არ შეუშვეს. სტუდენტების მხარდასაჭერად პირველი რესპუბლიკის მოედნიდან „დაიტოვეს“ მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეებმა გადაინაცვლეს, რომლებიც ქვეყანაში 26 ოქტომბერს გამართულ არჩევნებს აპროტესტებენ.

დაახლოებით ერთი საათის წინ თსუ-ს ლექტორმა Facebook-ზე დაწერა, რომ მას უნივერსიტეტიდან არ უშვებდნენ, რათა შიგნით სტუდენტები არ შეეშვათ: "არ მიშვებენ უნივერსიტეტიდან, იმიტომ რომ არ შემოუშვან სტუდენტები.


Update: გამოგვიშვეს გვირაბით მეორე კორპუსის გავლით".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები