თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს, რომელიც მიხედვითაც უნივერსიტეტის სტუდენტებს გაცდენილი აქტივობები აღუდგებათ. განცხადებიდან ასევე ირკვევა, რომ სტუდენტების ნაწილმა უნივერსიტეტს სასწავლო პროცესის შეჩერებას სთხოვდნენ.
„უკანასკნელ დღეებში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე სტუდენტთა ნაწილმა გამოთქვა მოსაზრება უნივერსიტეტში სასწავლო პროცესთან შეჩერებასთან დაკავშირებით.
უნივერსიტეტი პატივს სცემს და ითვალისწინებს თითოეული სტუდენტის შეხედულებას და გამოხატვის ფუნდამენტურ უფლებას. შესაბამისად, სტუდენტებს რომლებიც ვერ დაესწრებიან მიმდინარე ლექციებს და სხვა სასწავლო აქტივობებს, არ ჩაეთვლებათ გაცდენა და სასწავლო კომპონენტები ინდივიდუალურად აღუდგებათ სემესტრის დასრულებამდე.
აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოველთვის იყო, არის და იქნება ევროინტეგრაციის უპირობო მხარდამჭერი!“ - ნათქვამია განცხადებაში.