მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„წვეთი“ ექსპორტზე საფრანგეთში გადის

tsveti

მაჯის და შუბლის მანჟეტ-პირსახოცების ბრენდი „წვეთი“ ექსპორტზე საფრანგეთში გადის. ამის შესახებ „ქალების ნარატივში“ ბრენდის დამფუძნებელმა, მარიამ ჭანკოტაძემ განაცხადა.

„გარკვეული პერიოდი საფრანგეთში ვცხოვრობდი, ამიტომაც გადავწყვიტე პირველი საექსპორტო ქვეყანა, სადაც „წვეთი“ გამოჩნდებოდა, ყოფილიყო საფრანგეთი.

პროდუქციის გარკვეული ნაწილი გავაგზავნეთ, თუმცა როგორც აღმოჩნდა, საფრანგეთი კანონით მრავალჯერადი გამოყენების პროდუქტს კრძალავს, ამიტომ ამ პროდუქტების ამოღება მოგვიწია. ამჟამად ვმუშაობთ, რომ უახლოეს მომავალში საფრანგეთის ბაზარზე ბრენდირებული ხალათებით და პირსახოცებით გამოვჩნდეთ,“- აღნიშნა მარიამ ჭანკოტაძემ.

"წვეთი", რომელიც მომხმარებლებს მაჯისა და შუბლის მანჟეტ-პირსახოცების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს, ასევე საშუალებას აძლევს მათ სასურველი ინიციალებით დაბრენდონ.

გარდა ამისა, უკვე რამდენიმე თვეა, რაც "წვეთი" სასტუმროებისთვის, სალონებისა და ესთეტიკური ცენტრებისთვის სააბაზანოს ბრენდირებულ ნაკრებს ამზადებს, როგორებიცაა ხალათი, პირსახოცი და სხვა. „წვეთის“ მიერ წარმოებული პროდუქტების ღირებულება კი ბაზარზე საშუალოდ 45-50 ლარია.

შეგახსენებთ: „წვეთი“ ქართულ ბაზარზე 2 წლის წინ გამოჩნდა, რომელიც მაჯის, შუბლის მანჟეტ-პირსახოცებს, სახის საწმენდ დისკებსა და თმის სამაგრებს აწარმოებს. კომპანიაში ჯერჯერობით 2 ადამიანია დასაქმებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები