მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

წვიმის მიუხედავად, ქუჩაში კანონის წინააღმდეგ გამოსული ადამიანების რაოდენობა შთამბეჭდავი იყო - ჰერჩინსკი

EU

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მისთვის შთამბეჭდავი იყო გუშინ წვიმის მიუხედავად, ქუჩაში გამოსული ადამიანების რაოდენობა.

მისი თქმით, დაგეგმილია არა ერთი მაღალი დონის ვიზიტი, რათა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის არსებული სახით მიღება არ მოხდება.

„ ჩემზე ნამდვილად შთაბეჭდილება მოახდინა იმ ადამიანთა რაოდენობამ, ვინც გუშინ წვიმის მიუხედავად თბილისის ქუჩებში გამოვიდა, რათა დაეფიქსირებინა აზრი არსებული მდგომარეობის შესახებ. ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის არსებული სახით მიღება არ მოხდება. განვახორციელეთ რამდენიმე მაღალი დონის ვიზიტის ორგანიზება, რათა ვესაუბროთ საქართველოს ხელისუფლებას ამის შესახებ. ეს მაღალი დონის ვიზიტები გაგრძელდება და ჩვენ მზად ვართ ჩავერთოთ, მზად ვართ კონსტრუქციულად ვიმუშაოთ საქართველოს ხელისუფლებასთან არსებული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნის მიზნით“, - აღნიშნა ჰერჩინსკიმ.

„ყველა ქვას გადავაბრუნებთ“ იმისთვის, რომ დავეხმაროთ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში წინსვლაში. ვიცი, რომ ეს არის საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის სურვილი - თქვა დიპლომატმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები