მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცვლილებები „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში - კანონპროექტი სრულად

აზარტული თამაშები

პროექტი

საქართველოს კანონი

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ლატარიების , აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ “ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე , №15, 19.04.2005, მუხ . 96) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

  1. მე -11 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების ნებართვა შესაძლებელია გაიცეს როგორც ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნებართვის საფუძველზე, ისე მის გარეშე. ამასთანავე, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების ერთი ნებართვით დასაშვებია არაუმეტეს ორი ინტერნეტდომენის სახელით არსებული ვებგვერდების ორგანიზება, საიდანაც ორი ინტერნეტდომენისა და ვებგვერდის არსებობის შემთხვევაში, ერთი ინტერნეტდომენი და ვებგვერდი გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს მოქალაქეობის მქონე მოთამაშეებისთვის, ხოლო მეორე უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე მოთამაშეებისთვის. მხოლოდ ერთი ინტერნეტდომენის სახელით არსებული ვებგვერდის ორგანიზების შემთხვევაში აღნიშნული შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მხოლოდ საქართველოს მოქალაქეობის მქონე მოთამაშეებისთვის, ან მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე მოთამაშეებისთვის, ან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე მოთამაშეებისთვის.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების ნებართვა შესაძლებელია გაიცეს როგორც ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნებართვის საფუძველზე, ისე მის გარეშე. ამასთანავე, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების ერთი ნებართვით დასაშვებია არაუმეტეს ორი ინტერნეტდომენის სახელით არსებული ვებგვერდების ორგანიზება, საიდანაც ორი ინტერნეტდომენისა და ვებგვერდის არსებობის შემთხვევაში, ერთი ინტერნეტდომენი და ვებგვერდი გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს მოქალაქეობის მქონე მოთამაშეებისთვის, ხოლო მეორე უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე მოთამაშეებისთვის. მხოლოდ ერთი ინტერნეტდომენის სახელით არსებული ვებგვერდის ორგანიზების შემთხვევაში აღნიშნული შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მხოლოდ საქართველოს მოქალაქეობის მქონე მოთამაშეებისთვის, ან მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე მოთამაშეებისთვის, ან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე მოთამაშეებისთვის.“;

გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვა გაიცემა ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნებართვის საფუძველზე. ამასთანავე, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ერთი ნებართვით დასაშვებია არაუმეტეს ორი ინტერნეტდომენის სახელით არსებული ვებგვერდების ორგანიზება, საიდანაც ორი ინტერნეტდომენისა და ვებგვერდის არსებობის შემთხვევაში, ერთი ინტერნეტდომენი და ვებგვერდი გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს მოქალაქეობის მქონე მოთამაშეებისთვის, ხოლო მეორე უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე მოთამაშეებისთვის. მხოლოდ ერთი ინტერნეტდომენის სახელით არსებული ვებგვერდის ორგანიზების შემთხვევაში აღნიშნული შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მხოლოდ საქართველოს მოქალაქეობის მქონე მოთამაშეებისთვის, ან მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე მოთამაშეებისთვის, ან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე მოთამაშეებისთვის.“;

  1. მე-12 მუხლის 12 პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ა) საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ფაქტობრივი მისამართი, საიდანაც მოხდება მომგებიანი თამაშობების მართვა და ორგანიზება, ასევე სასერვერო ინფრასტრუქტურის საქართველოს ტერიტორიაზე განთავსების ადგილი (მისამართი);

  1. მე-19 მუხლის 13 პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ა) საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ფაქტობრივი მისამართი, საიდანაც მოხდება თამაშობის მართვა და ორგანიზება, ასევე სასერვერო ინფრასტრუქტურის საქართველოს ტერიტორიაზე განთავსების ადგილი (მისამართი);

  1. მე-20 მუხლის 11 პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ა) საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ფაქტობრივი მისამართი, საიდანაც მოხდება თამაშობის მართვა და ორგანიზება, ასევე სასერვერო ინფრასტრუქტურის საქართველოს ტერიტორიაზე განთავსების ადგილი (მისამართი);

მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი

სალომე ზურაბიშვილი

კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: დავით სონღულაშვილი; ირაკლი კირცხალია; ბეჟან წაქაძე და გოჩა ენუქიძე.

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

წელს აზარტული/მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორებისგან მოსალოდნელია 2,2 მლრდ-ნი GGR მაჩვენებელი, რაც მომდევნო წლებისთვის 30%-ით გაიზრდება - კანონპროექტი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები