მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

წყალმომარაგების სისტემაზე მოსახლეობის 75%-ია მიერთებული - საქსტატი

gwp წყალი

შარშან საქართველოში წყალ¬მომარაგებით საქმიანობას 28 საწარმო ახორციელებდა, რომელთა მიერ შინამეურნეობებისთვის მიწოდებული წყლის მოცულობამ 243 მლნ კუბური მეტრი შეადგინა, რაც წლიურად 5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, წყალმომარაგების სისტემაზე მიერთებული იყო 2.79 მილიონი ადამიანი (მთლიანი მოსახლეობის 75.4%), რაც 1.5% აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს (2.75 მილიონი ადამიანი).

შარშან ასევე გაიზარდა წყალარინების (კანალიზაციის) ქსელზე მიერთებული მოსახლეობის რაოდენობაც. საქსტატის მონაცემებით, ქსელზე ჯამში 2 მლნ ადამიანი იყო მიერთებული (მთლიანი მოსახლეობის 54%), 2023 წელთან შედარებით, ზრდა 1%-ია.

2024 წელს ჩამდინარე წყლის გამწმენდ ნაგებობაზე მიერთებული მოსახლეობის რიცხოვნობამ
1.58 მილიონი (მთლიანი მოსახლეობის 42.7%) შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს
(1.52 მილიონი) 4%-ით აღემატება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები