ფინეთმა რუსეთის “ჩრდილოვანი ფლოტის” ნაწილად მიჩნეული ნავთობის ტანკერის, Eagle S-ის კაპიტანისა და ორი ოფიცრის წინააღმდეგ ჰელსინკის სასამართლოში სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
მოსარჩელე მხარე ხომალდის ეკიპაჟს ფინეთის ყურეში 5 წყალქვეშა კაბელის განზრახ დაზიანებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ Eagle S-ის კაპიტანმა გემის ღუზა კაბელებს განზრახ გამოსდო.
დაცვის მხარის მტკიცებით, ხომალდს კაბელების დაზიანების განზრახვა არ ჰქონია და ეს შემთხვევით მოხდა. მათი შეფასებით, ფინურ მხარეს არ აქვს ჩივილის უფლება, რადგან შემთხვევა საერთაშორისო წყლებში მოხდა.
ცნობისთვის, საუბარია 2024 წლის დეკემბერში მომხდარ ინციდენტზე, როცა ფინეთ-ესტონეთის საერთო ელექტროენერგიის კაბელი Estink-2 და 4 სატელეკომუნიკაციო კაბელი დაზიანდა. მიყენებულმა ზარალმა $70 მილიონს გადააჭარბა. ამჟამად ხომალდი ერთ-ერთ ფინურ პორტშია გაჩერებული. ეკიპაჟის წევრებს კი ფინეთის დატოვების უფლება არ აქვთ.




























