მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წყალტუბოს ბალნეოლოგიური ცენტრის აღდგენა იწყება - "ალდაგმა" ნახევარ მილიონ ლარზე მეტი აანაზღაურა

ალდაგი - 1
12.04.24 15:18
213

წყალტუბოს ბალნეო სარეაბილიტაციო ცენტრი, ხანძრის შემდეგ პირვანდელ სახეს იბრუნებს და მაისში, განახლებულ მდგომარეობაში დაიწყებს ფუნქციონირებას.

ზიანის ასანაზღაურებლად, ალდაგმა, ნახევარ მლნ ლარზე მეტი უკვე გასცა. წყალტუბოს ბალნეო სარეაბილიტაციო ცენტრი ქონების დაზღვევის პროდუქტით სარგებლობდა. დაზღვევისგან მიღებული თანხით ხანძრისგან დაზიანებული ნაწილები სრულად აღდგება და ცენტრი დასრულებული იერსახით გააგრძელებს ოპერირებას.

Park Resort Tskaltubo - ბალნეოლოგიური კურორტია, რომელიც სასტუმროს, ბალნეოლოგიურ სპა ცენტრ “Be Healthy”, რესტორან “მაგნოლიასა” და რესტორან “იმერულ ესკიზს” აერთიანებს. დეკემბერში მომხდარი ხანძრის შედეგად, სწორედ ბალნეოლოგიური სპა ცენტრი დაზიანდა.

„მოხარული ვართ, რომ ჩვენს კიდევ ერთ პარტნიორ კომპანიას გამოვუცხადეთ მხარდაჭერა. კორპორატიული დაზღვევის სეგმენტში, დაზღვევის აუცილებლობა უფრო და უფრო პოპულარული ხდება, რადგან მოსალოდნელი რისკების მართვისთვის და მასშტაბური ზიანის შედეგების აღმოხვრისთვის, დაზღვევა საუკეთესო მექანიზმია,”- აცხადებს თეონა კვიციანი, "ალდაგის" გენერალური დირექტორის მოადგილე.

აღსანიშნავია, რომ კორპორატიული დაზღვევის მიმართულებით, სადაზღვევო კომპანია ალდაგი წლებია ლიდერის პოზიციას იკავებს. ალდაგი ერთადერთი კომპანიაა საქართველოში, რომელიც ფლობს საერთაშორისო რეიტინგს AM Best bb+, წამყვან პოზიციებს როგორც ბაზრის წილით, ისე პროდუქტების მრავალფეროვნებით და წარმოდგენილია რეგიონში გადაზღვევის მიმართულებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები