მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წყალტუბოსთვის გამოვყოფდი ცალკე გუნდს, რომელიც ინვესტორების მოზიდვაზე იმუშავებდა - ბიზნესმენი

წყალტუბო

ბიზნესმენი დავით კაკაბაძე, რომელიც წყალტუბოში ბალნეოლოგიურ კურორტ Park Resort Tskaltubo-ს, ორ აბაზანას, რესტორნებს და სხვა აქტივებს ფლობს, აცხადებს, რომ წყალტუბოს სანატორიუმების პრივატიზაციისთვის კურორტის ცნობადობის გაზრდაზე მუშაობაა საჭირო.

ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა.

„წყალტუბოს პიარი არ მიდის, რომ მერე ქონებაზე გაჩნდეს მოთხოვნა. მე რომ სახელმწიფოს წარმოვადგენდე, წყალტუბოს დონის კურორტისთვის გამოვყოფდი ცალკე გუნდს, რომელიც იმუშავებდა ინვესტორების მოსაზიდად. ძალიან ბევრ საინტერესო საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობს საქართველოს მთავრობა, ეკონომიკის სამინისტრო და უნდა არსებობდეს კურორტების განვითარების გეგმა, მაკეტების დონეზე და შეიძლება, ამ გზით გავაჩინოთ ინტერესი და უფრო აქტიურად გაიყიდოს სანატორიუმები“, - განაცხადა ბიზნესმენმა.

დავით კაკაბაძე წყალტუბოელია და მიაჩნია, რომ გაჭიანურებული საინვესტიციო პროექტები, ჯამში, „წყალტუბოს აიაფებენ“ და სხვა სანატორიუმების პრივატიზაციასაც აფერხებენ. მისი აზრით, უკვე გაყიდული სანატორიუმების მფლობელებმა საინვესტიციო ვალდებულებები დროულად შეასრულონ.

"წერტილთან" ინტერვიუში ბიზნესმენმა კურორტების განვითარების სააგენტო და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საქმიანობაც შეაფასა და თქვა, რომ ორივე სსიპი აქტიურია. "ძალიან მომეწონა ის, რომ საქართველო წელს სამედიცინო ტურიზმის გამოფენაში მიიღებს მონაწილეობას", - დასძინა დავით კაკაბაძემ.

ამასთან, ბიზნესმენი იმასაც აღნიშნავს, რომ წყალტუბოს ადგილობრივი მთავრობა "კარგად მუშაობს" და არაერთ ინფრასტრუქტურულ ახორციელებს.

დაიწყოს ბალნეოლოგიური კურორტების პირდაპირი მარკეტინგული კამპანია - ანდრო ჯიშკარიანი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები