მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

წყნეთის გზატკეცილზე ავტომობილით გადაადგილებისთვის ადგილობრივებმა სპეციალური საშვი უნდა აიღონ - სად გაიცემა საშვი?

წყნეთი

წყნეთის გზატკეცილზე ავტომობილით გადაადგილებისთვის ადგილობრივებმა სპეციალური საშვები უნდა აიღოთ - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

საქმე ის არის, რომ წყნეთის გზატკეცილის რეაბილიტაცია დაიწყო, რის გამოც საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდა.

სამუშაოები წყნეთის გზატკეცილის N6-დან ახალ საავტომობილო ხიდამდე ხორციელდება. გადაადგილების ნებართვა გაიცემა მხოლოდ რეაბილიტაციის არეალში მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობისთვის, რომელთაც სპეციალური საშვები გადაეცემათ.

ავტომობილის საშვის მისაღებად ადგილობრივმა მისახლეობამ უნდა მიმართოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეებს, ხოლო კერძო სახლებში მცხოვრები მოქალაქეები საშვებს მიიღებენ ვაკის რაიონის გამგეობაში, თამარაშვილის N10-ში ან საუბნო განყოფილებაში, რომელიც ფალიაშვილის N41-ში მდებარეობს.

ამ მიზნით, ვაკის რაიონის გამგეობა და გამგეობის საუბნო განყოფილება 15 და 16 ივნისს, უქმე დღეებშიც იმუშავებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები