მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თუ ახალგაზრდები დაკარგავენ ნდობას, ქვეყანას დატოვებენ. ტვინების გადინება კატასტროფა იქნება - მიხაელ როთი

როთი

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაელ როთი ამბობს, რომ თუ ქართველი ახალგაზრდები საკუთარი ქვეყნის მიმართ ნდობას დაკარგავენ, ისინი საზღვარგარეთ წავლენ, ტვინების გადინება კი საქართველოსთვის კატასტროფა იქნება. ამის შესახებ როთმა ევროკავშირის ხუთი ქვეყნის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეების საქართველოში ვიზიტის შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა.

"ახალგაზრდა თაობა ახდენს დემონსტრირებას, რომ ახლა დადგა გადამწყვეტი მომენტი ქუჩებში გასვლისთვის. თუ ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლები დაკარგავენ ნდობას საკუთარი ქვეყნის მიმართ, ისინი დატოვებენ ქვეყანას. ჩვენ მივესალმებით იმას, რომ ეს გახლავთ ნიჭიერი, განათლებული ევროპული ღირებულებების ერთგული ახალგაზრდობა, მაგრამ როგორ უნდა შექმნა ნათელი მომავალი საქართველოსთვის, ახალგაზრდა თაობის გარეშე, მხოლოდ მართლმადიდებლური ეკლესიით, რომელიც მმართველი პარტიის ერთ-ერთი ყველაზე მჭიდრო მოკავშირეა?! სცადეთ. ტვინების გადინება კატასტროფა იქნება თქვენი ქვეყნისთვის, ესაა ჩემი გზავნილი. მე მუშათა კლასის წარმომადგენელი ვარ, ვიცი, რა სურს ამ ხალხს - პერსპექტივა, სამუშაო ადგილები, უსაფრთხოება, მშვიდობა, მაგრამ ასეთი გარემოებების ფონზე, ძალიან ძნელია ქვეყნის დაცვა. რუსული იმპერიის მადა, თქვენც შეგსანსლოთ უკრაინის შემდეგ, ძალიან მაღალია.

მე, არ ვარ იმ ხასიათზე, რომ თქვენ გასწავლოთ ჭკუა. ჩვენ უნდა ვისწავლოთ თქვენგან, რადგან ჩვენ გვაქვს ბევრი შეცდომა. ჯერ კიდევ 2008 წელს უნდა გვქონოდა წყალგამყოფი რუსეთთან. მე, უკვე გაკვეთილი შესწავლილი მაქვს, რაც ძალიან მტკივნეული იყო.

მოუსმინეთ თქვენს შვილებს, ეს არის უმარტივესი გზა და შემდეგ მიეცით ხმა, როგორც გსურთ",- თქვა როთმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები