თუ ტელევიზიებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების გამო მომიწევს წასვლა <თანამდებობიდან>, მაშინ კარგად ყოფილა ამ ქვეყნის საქმე , - ასე უპასუხა ფინანსთა მინისტრმა ვანო მაჭავარიანმა Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორის გიორგი ისაკაძის კითხვას, რომელიც 1 ოქტომბრიდან დაგროვილი საგადასახადო დავალიანების გამო რამდენიმე ტელევიზიის ანგარიშისთვის ინკასოს დადების თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას შეეხებოდა.
გიორგი ისაკაძე: რაიმე სხვა გეგმები ხომ არ გაქვთ სამსახურთან დაკავშირებით? ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო... 14 აგვისტოს მიღებული გადაწყვეტილება პირადად თქვენ წამოწიეთ და ამაზე არავინ გედავებათ. მე არ შემაქვს ეჭვი, რომ პირადად თქვენი გადაწყვეტილებაა, მაგრამ რატომ ახლა? ხომ არ აპირებთ თანმდებობიდან წასვლას? ეს ხომ არ შედის თქვენს გეგმებში?
ვანო მაჭავარიანი: რაღაც დროში ვგეგმავ თანამდებობიდან წასვლას, სულ ხომ არ დავრჩები. შეიძლება თანამდებობიდან აბსოლუტურად სხვა მიზეზების გამო და სხვა დროს წავიდე, მაგრამ თუ ამის გამო მომიწევს წასვლა, მაშინ კარგად ყოფილა ამ ქვეყნის საქმე და მეორე 50 მილიონი დავაგროვოთ.