მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თუ ასე გაგრძელდა და რუსეთს ჩავეხუტეთ, შეიძლება ჩვენც შეგვიყვანონ სანქცირებულთა სიაში – რევაზ ვაშაკიძე

6224f0ce51bc4
სალომე მეცხვარიშვილი
06.03.22 21:32
2862
თუ ასე გაგრძელდა და რუსეთს ჩავეხუტეთ, შეიძლება ჩვენც შეგვიყანონ სანქცირებულთა სიაში – აღნიშნული განცხადება “ბიუბიუს” დამფუძნებელმა რევაზ ვაშაკიძემ გადაცემა “Forbes კვირაში” გააკეთა და აღნიშნა, რომ როცა მსოფლიო, მათ შორის წამყვანი კომპანიები, რუსეთზე უარს ამბობს, საკუთარ პოზიციას საქართველომაც უნდა გადახედოს.

“ეს არ არის მხოლოდ ეკონომიკური საკითხი, არამედ საუბარია იმაზე, ჩვენ ვისთან ვართ”,– აცხადებს რევაზ ვაშაკიძე.

მისი თქმით, დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები ძალიან მძიმეა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 4 რუსული ბანკის SWIFT–იდან გათიშვის გადაწყვეტილება, ასევე რუსეთის ცენტრალური ბანკისთვის აქტივების გაყინვა ევროპასა და აშშ–ში. რევაზ ვაშაკიძე დარწმუნებულია, რომ SWIFT–იდან სხვა რუსულ ბანკებსაც გათიშავენ.

“ბევრმა მსოფლიო ბრენდმა გაწყვიტა ურთიერთობა რუსეთთან. ამას ველოდი – ეს პრაგმატული ნაბიჯია. მთელ მსოფლიოში ყველას აქვს უარყოფითი დამოკიდებულება რუსების მიმართ, რომლებიც ხალხს ხოცავენ უკრაინაში, ხოცავენ ბავშვებს, ქალებს – საცხოვრებელ სახლებს ბომბავენ.

ბევრმა კომპანიამ თქვა, რომ თუ ისინი სისხლისმღვრელ პუტინთან იქნებიან, ისინი დაკარგავენ კლიენტებს…

მე არ ვიცი, რა დაკარგეს ქართველმა მეღვინეებმა რუსეთში, რომ წყალგარეული ღვინო იქ არ გაყიდონ. თუ ვთვლით, რომ ევროპისკენ გვინდა, ჩვენც უნდა გადავხედოთ აზრებს და ფსიქოლოგიას, რადგან რუსეთი უკვე თავის მოქალაქეებსაც ებრძვის”,– აღნიშნა რევაზ ვაშაკიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები