მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„თუ ახლა არ დავიცავით წისქვილები, ისინი დაიკეტებიან“ - ფოთის მარცვლეულის ტერმინალის ხელმძღვანელი

618d28c5e0be7
ელენე გოგბერაშვილი
11.11.21 20:30
1099
საერთაშორისო ბაზარზე ხორბლის ღირებულება ბოლო ათწლეულის ისტორიულ მაქსიმუმზეა. დღეს იმპორტირებული ერთი ტონა ხორბალი 350 დოლარი ღირს. როგორც იმპორტიორები ამბობენ, მხოლოდ ბოლო ერთ თვეში ხორბალი 30 დოლარით არის გაძვირებული.

ხორბალს კიდევ უფრო აძვირებს მთავარი მომწოდებლის, რუსეთის მიერ იმპორტზე დაწესებული საბაჟო ტარიფი, რამაც ტონა ხორბალზე 70 დოლარს უკვე მიაღწია.

„მიმდინარე ფასი შავი ზღვის აუზში იგივეა, რაც ფოთში ან ბათუმში მიტანილი. რუსეთმა გამოაცხადა, რომ კვლავ შესაძლებელია გაზარდოს საბაჟო გადასახადი, მაგრამ ეს პირდაპირ არ ნიშნავს, რომ გაიზრდება ფასები. ეს შეიძლება რუსეთში ხორბლის მწარმოებლებს დააწვეს ტვირთად და მათ ქვეყანაში შეამციროს ფასი. თუმცა ეს დამოკიდებულია იმაზეც, თუ როგორ განვითარდება მოვლენები საერთაშორისო ბაზარზე. ასევე აშშ-ს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ კიდევ უფრო შეამცირა ხორბლის მარაგები, რამაც ფასის კიდევ უფრო ზრდა განაპირობა. ვფიქრობ, ამაზე მეტად ფასი ვერ გაიზრდება, მაგრამ ბაზარი სავსეა სიურპრიზებით და ზუსტი ინფორმაციის მოწოდება რთულია“, - აცხადებს ფოთის მარცვლეულის ტერმინალის ხელმძღვანელი ქეთი კუბლაშვილი.

ხორბლისგან განსხვავებით, რუსეთიდან საქართველოში ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე შემოდის ფქვილი, რაც ადგილობრივი წისქვილკომბინატების წარმოებული პროდუქტის თვითღირებულებაზეც კი ნაკლებია, ბაზარზე შექმნილი არათანაბარი პირობების გამო, წისქვილებს მუშაობის გაგრძელება აღარ უღირთ და იხურებიან.

„ვადასტურებ, რომ წისქვილკომბინატებს არ უღირთ ხორბლის შემოტანა, რადგან ფქვილზე ანალოგიური საბაჟო გადასახადი არ არსებობს, ამიტომ ფქვილი, რომელიც საქართველოს ბაზარს მოაწვა, ნამდვილად უფრო კონკურენტუნარიანია, დემპინგური ფასიცაა, რაც რთულ ვითარებაში აყენებს საქართველოში მომუშავე წისქვილებს. იმედს ვიტოვებ, რომ ბიზნესის კუთხით წისქვილების მიმართ რაღაც ტიპის დახმარება იქნება, თუმცა ჯერჯერობით ეს არ ჩანს.

მნიშვნელოვანია დავიცვათ ადგილობრივი ბაზარი. თუ ახლა არ დავიცავით წისქვილები, ისინი დაიკეტებიან და მათი ხელახალ გახსნას მინიმუმ 6 თვე დასჭირდება, რადგა ინვესტიცია თავიდან გასაკეთებელი იქნება“-აცხადებს კუბლაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები