მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თუ ბიძინა ივანიშვილი მოინდომებს კანდიდატობას, ისტორიაში საუკეთესო პრეზიდენტი იქნება - რატი ბრეგაძე

რატი ბრეგაძე

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, თუ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი მიიღებს გადაწყვეტილებას და მმართველი პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი იქნება, მისი არჩევის შემთხვევაში, ის საქართველოს ისტორიაში საუკეთესო პრეზიდენტი იქნება.

კითხვაზე, შესაძლოა, თუ არა ივანიშვილი იყოს პრეზიდენტობის კანდიდატი, მინისტრი პასუხობს, რომ არ იცის.

„ბატონი ივანიშვილი, თუ ის გადაწყვეტს და იქნება პრეზიდენტობის კანდიდატი, დარწმუნებული ვარ, საქართველოს ისტორიაში საუკეთესო პრეზიდენტი იქნება, თუმცა ვინ იქნება პრეზიდენტობის კანდიდატი, არ ვიცი”, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები