მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თუ BYD-ის ავტოპილოტი არ იმუშავებს, ჩინური კომპანია ფულს გადაგიხდით

BYD

როგორც BYD-ში ამბობენ, კომპანიის მიერ შექმნილი ავტოპილოტის სისტემა იმდენად უსაფრთხო და განვითარებულია, რომ თუკი რამე მოხდა და ავტომობილი ავარიაში მოჰყვა, ხარჯებს და ზარალს ჩინური კომპანია თავად აანაზღაურებს.

BYD-ის მტკიცებით, თვითმართვადი პარკინგის სისტემა, სახელწოდებით God’s Eye, ანუ “ღმერთის თვალი” მე-4 თაობის ავტონომიურობამდე განვითარდა, ანუ სრულ თვითმართვადობამდე მას მხოლოდ ერთი ნაბიჯი აშორებს.

თუ რამე მოხდა და ავტომატური პარკინგის დროს BYD-ის ავტომობილი დაზიანდა ან სხვა დააზიანა, მანქანის მფლობელს დაზღვევის გამოყენება არ სჭირდება და შეუძლია პირდაპირ კომპანიას მიმართოს.

ამ დონის ტექნოლოგია BYD-ისთვის ექსკლუზიური არ არის, რადგან პირველი კომპანია, რომელმაც პარკინგის ტექნოლოგია მე-4 თაობამდე განავითარა Mercedes-Benz-ი იყო, მაგრამ ამ ფუნქციის გამოყენება კონკრეტულ ავტომობილებზე შეიძლება, ისიც მხოლოდ შტუტგარტის აეროპორტის პარკინგზე. ასეთივე ტექნოლოგიაზე მუშაობს ამერიკული Tesla, მაგრამ, როგორც ექსპერტები ამბობენ, მე-4 თაობამდე მას ჯერ კიდევ ბევრი აშორებს. ამ მიმართულებით ასევე მუშაობს Google-ის შვილობილი Waymo, რომლის ავტომობილები ასევე მე-4 თაობის თვითმართვად ტექნოლოგიას იყენებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები