მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თუ ჩემი მცირედი ბრალეულობა გამოიკვეთება, მზად ვარ პასუხი სრული სიმკაცრით ვაგო - კალაძე

634fb0bcb5342
ვიქტორია მღებრიშვილი
19.10.22 12:08
510
„მე პირადადაც მზად ვარ, თუკი ჩემი, თუნდაც მცირედი ბრალეულობა გამოიკვეთება, სრული სიმკაცრით ვაგო პასუხი“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შესახებ საუბრისას განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ გამოძიების შედეგად დაკავებულია რამდენიმე პირი და მათ შორის მერიის თანამშრომელი. თბილისის მერი იმედოვნებს, რომ საქმესთან დაკავშირებით სიმართლე დადგინდება.

„ჩვენთვის მტკივნეულია, რომ ბრალდებულთა შორის მერიის თანამშრომელია, მაგრამ სიმართლის დადგენა არის ერთადერთი, რასაც მცირედი შვების მოტანა შეუძლია. იმედი მაქვს სიმართლე დადგინდება ყველას მიმართ და არანაირი კითხვები არ დარჩება“, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, ვაკის პარკის შადრევანი 12 ოქტომბერს, თბილისის მერმა საზეიმოდ გახსნა. 13 ოქტომბერს კი შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩასულ 3 ბავშვს დენმა დაარტყა. მოზარდები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. შემთხვევის შედეგად, ერთ-ერთი მოზარდი - 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვაკის პარკში მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია 9 პირი. მათ შორისაა თბილისის მერიის გარემოს დაცვითი ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე.