მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თუ დაგვიმტკიცებენ, რომ წელიწადში ერთხელ დეკლარაციის შევსება ეწინააღმდეგება პრინციპებს, კი ბატონო, შევცვალოთ - კობახიძე

ირაკლი კობახიძე

თუ დაგვიმტკიცებენ, რომ წელიწადში ერთხელ დეკლარაციის შევსება ეწინააღმდეგება გარკვეულ პრინციპებს, კი ბატონო, შევცვალოთ, მაგრამ ჩვენ გვჭირდება სამართლებრივი არგუმენტები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება მზად არის კომპრომისისთვის გარკვეულ ნორმებთან მიმართებით, თუ დაარწმუნებენ, რომ რომელიმე ნორმა არ არის შესაბამისობაში.

„ტერმინი დათმობა არ არის სწორი ამ შემთხვევაში. დათმობებზე ვერ იქნება საუბარი. ჩვენ უნდა წარმოგვიდგინონ სამართლებრივი შენიშვნა. გვითხრან, სამართლებრივად რა არ არის სწორი. თუ დაგვიმტკიცებენ, რომ სამართლებრივად რაღაც არ არის სწორი, მაშინ შესაბამის ნორმებს ჩავასწორებთ. აქ დათმობებზე ვერ იქნება საუბარი, ეს კანონი ეხება სახცელმწიფო სუვერენიტეტის განმტკიცებას.

ჩვენ ვერანაირ კომპრომისზე ვერ წავალთ სუვერენიტეტის ხარჯზე, თუ იქნება სამართლებრივი შენიშვნა, რომელიმე ნორმა თუ ეწინააღმდეგება სამართლებრივ პრინციპებს, ამ შემთხვევაში შესაბამის ნორმებს ჩავასწორებთ. თუ დაგვიმტკიცებენ, რომ წელიწადში ერთხელ დეკლარაციის შევსება ეწინააღმდეგება გარკვეულ პრინციპებს, კი ბატონო, შევცვალოთ, მაგრამ ჩვენ გვჭირდება სამართლებრივი არგუმენტები“, - თქვა კობახიძემ.

"ქართულმა ოცნებამ" "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი დღეს სამი მოსმენით მიიღო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები