მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თუ DCFTA-ის საფრთხე დაემუქრება, თხილის დარგი მნიშვნელოვან კონკურენტულ უპირატესობას დაკარგავს - ასოციაცია

თხილი

ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის შეჩერების რისკის პარალელურად შესაძლოა, დღის წესრიგში ევროპასთან გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გადახედვის საფრთხეც დადგეს.

საქართველოსთან გაფორმებული DCFTA-ის გადახედვის შესაძლებლობაზე „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში გაფართოების ევროკომისარმა მარტა კოსიმ ისაუბრა.

ბიზნესის წარმომადგენლების ნაწილი ამბობს, რომ თუკი ევროკავშირი საქართველოსთვის DCFTA-ის შეჩერებას გადაწყვეტს, ეს ქართული პროდუქციის ექსპორტისთვის მნიშვნელოვანი დაბრკოლება იქნება.

როგორც BMG-სთან თხილის გადამმუშავებელი და ექსპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი აცხადებს, DCFTA-ის ფარგლებში ნულოვანი ტარიფით ვაჭრობა ქართულ თხილს ევროპის ბაზარზე კონკურენტულს ხდის. ლევან ქარდავას შეფასებით, თუკი ევროკავშირი საქართველოსთვის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას შეაჩერებს, ეს დარგზე ნეგატიურად აისახება.

„ქართული თხილის ძირითადი საექსპორტო ბაზარი ევროკავშირია, ყოველწლიურად ჩვენი მოსავლის 80% ევროპაში გადის. რაც შეეხება თავისუფალ ვაჭრობას, ეს ჩვენი დარგისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან კონკურენტებთან შედარებით ქართული თხილი შეღავათებით სარგებლობს. თუკი ქართული თხილი არ იბეგრება ევროკავშირის ბაზარზე და ნულოვანი ტარიფით გადის, იგივე თურქული და აზერბაიჯანული თხილი 3%-იანი ტარიფით იბეგრება, რაც მნიშვნელოვანი უპირატესობაა კონკურენტებთან შედარებით. იმ შემთხვევაში თუკი ხელშეკრულებას საფრთხე დაემუქრება და ქართულ თხილზე ტარიფები ამოქმედდება, მნიშვნელოვან კონკურენტულ უპირატესობას დაკარგავს ჩვენი დარგი, რაც აისახება ჩვენს გაყიდვებზე ევროკავშირის ბაზარზე, ფასებზე და ა.შ“, - განაცხადა ლევან ქარდავამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები