მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თუ EU-თან სავიზო რეჟიმი კვლავ დაწესდება, ქუთაისის აეროპორტმა, შესაძლოა, 1 მილიონამდე მგზავრი დაკარგოს - ლაშა ბერეკაშვილი

WizzAir

რა ელოდება ქუთაისის აეროპორტს, როგორც კი საქართველოსთვის ისევ სავიზო რეჟიმი დაწესდება? - ამ კითხვით პოსტს ქუთაისში მოქმედი ტურისტული კომპანია Travel To Georgia-ს დამფუძნებელი ლაშა ბერეკაშვილი აქვეყნებს.

დარგის წარმომადგენელი საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ოფიციალურ მონაცემებს ეყრდნობა და წერს, რომ ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის ამოქმედებამდე ქუთაისის აეროპორტი წლიურად 400 ათასამდე მგზავრს ემსახურებოდა. ის აღნიშნავს, რომ უვიზო რეჟიმის გაუქმების შემთხვევაში აეროპორტი და ქვეყანა წლიურად დაახლოებით 1 მლნ-მდე მგზავრს დაკარგავს.

..2017 წელს, როცა ჯერ კიდევ სრულად არ იყო უვიზო რეჟიმი მოქმედებაში მგზავრთა რაოდენობა იყო სულ რაღაც 400 ათასი კაცი .. 2024 წელს კი 1,7 მილიონი კაცი .

სავარაუდო დანაკარგი:

თუ საქართველო/ევროკავშირის შორის კვლავ დაწესდება სავიზო რეჟიმი, და შედეგები დაბრუნდება 2017 წლის მსგავს დონეზე, ქუთაისის აეროპორტმა, შესაძლოა, წელიწადში დაახლოებით 1 მილიონამდე მგზავრი დაკარგოს.ეს ნიშნავს:

  • დაახლოებით 76%‑იანი შემცირება მგზავრთა რაოდენობაში
  • მნიშვნელოვანი ზიანი ტურიზმს, ადგილობრივ ეკონომიკას, ავიაკომპანიებსა და სამუშაო ადგილებს
უვიზო რეჟიმის გაუქმება ქუთაისის აეროპორტისთვის ნიშნავს მგზავრთა რაოდენობის დაახლოებით 80%‑მდე შემცირებას, რაც გამოიწვევს სერიოზულ ეკონომიკურ ზარალს რეგიონისთვის და ქვეყნისთვისაც.

ანუ პირველივე დღიდან, როცა უვიზო გაუქმდება ქუთაისის აეროპორტი მინიმუმ წელიწადში 1 მილიონ მგზავრს დაკარგავს და კიდევ უფრო მეტს მომდევნო წლებში სანამ აზრი აღარ ექნება მის მუშაობას ..აქ არის თავად აეროპორტების გაერთიანების მიერ მოყვანილი ოფიციალური სტატისტიკები:

"2024 წლის რეიტინგში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მოხვდა ტოპ-5 საშუალო ზომის აეროპორტს შორის, 2019 წელთან შედარებით მგზავრთნაკადის აღდგენის მაჩვენებლის გათვალისწინებლით. 2024 წელს მგზავრთნაკადი 2019 წელთან შედარებით 97%-ით, ხოლო ფრენების რაოდენობა 76%-ით გაიზარდა. აეროპორტი 2024 წელს 1,7 მილიონ მგზავრს მოემსახურა", - წერს ლაშა ბერეკაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები