იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციონერი დეპუტატი თაკო ჩარკვიანი სხდომიდან გააძევა. ჩარკვიანმა დარბაზის დატოვებამდე მდინარაძე მიმართა, რომ გუშინ რუსთაველზე 100 ათასი ადამიანი იყო გამოსული და „ქართულ ოცნებას“ ხალხი მოღალატეებს ეძახდა.
„მუქარებს არ ვექვემდებარებით, უკვე ხედავთ... დღეს იქნება მილიონი. თქვენ ხართ მოღალატეები [თაკო ჩარკვიანს], რომელიც ამას კადრულობთ აქ... დღეს მილიონი [ადამიანი] დაგიძახებთ თქვენ იგივეს [მოღალატეს]. თუ გუშინ 100 ათასი იყო, დღეს იქნება მილიონი, გარანტიას გაძლევთ“, - თქვა მამუკა მდინარაძემ.
შეგახსენებთ: დღეს „ქართული ოცნება“ თავისუფლების მარშს მართავს. შეკრება ფილარმონიასთან 18:00 საათზე იწყება. 20:00 საათზე კი პოლიტიკური ლიდერების მიმართვა პარლამენტის წინ მოწყობილი სცენიდან დაიწყება.